суббота, 11 мая 2019 г.

IX დღის რეფლექსია

21-ე საუკუნის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების ათვისება.ინტელის ტრენინგი სწორედ ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პროდუქტების შექმნას ემსახურება.
       ტრენინგზე ვისწავლე სასწავლო პროექტის შექმნა, ელექტრონული ფოსტით მასალის გაგზავნა, პროექტის განთავსება ბლოგზე, პრეზენტაცია ტექნოლოგიების დახმარებით. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში.
მადლობა ქალბატონ მარინეს ასეთი საინტერესო  ტრენინგისთვის.

VIII-დღის რეფლექსია

     

     
       ტრენინგზე ვისწავლე სასწავლო პროექტის შექმნა, ელექტრონული ფოსტით მასალის გაგზავნა, პროექტის განთავსება ბლოგზე, პრეზენტაცია ტექნოლოგიების დახმარებით. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში.

მეშვიდე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.

воскресенье, 5 мая 2019 г.

VII-დღის რეფლექსია

 დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება. ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები, გავეცანით კითხვარებს დიფერენცირებული სწავლების შესახებ.მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისათვის. გავეცანით მოსწავლის წარმატების ხელშემწყობ დოკუმენტებს.
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...

მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო
  • მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
  • ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.

суббота, 4 мая 2019 г.

VI-დღის რეფლექსია

      დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება, უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები, კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები.შევიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასების კრიტერიუმები. საინტერესო იყო კოლეგებთან აზრის გაზიარება.
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...
მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.